უკრაინის მიერ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. პიტერ სიიარტოს განცხადებით, გაზისა და ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს, სად და როგორ ყიდულობს ენერგომატარებლებს, რომელიც მას მუშაობისთვის სჭირდება, ამაზე გავლენას კი ვერავინ მოახდენს. ვალდებულებებზე საუბრისას უნგრეთის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ან სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.