ვიდრე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს საკითხზე შესაბამისს კანონპროექტს წარდგენენენ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც. პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა დრო საქართველოს საკითხზე სასაუბროდაც გამონახა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ბევრი კითხვა გააჩინა მას შემდეგ რაც გამოჩნდა მთავრობის რეპრესიული ქმედებები. ენტონი ბლინკენის შეფასებით ქართული ოცნება ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ მოქმედებს. როგორც მან აღნიშნა, საერთო მიზნისა და საკითხის გარშემო აშშ-ი და საფრანგეთი ერთიანია.