„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომლის მიღებასაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გეგმავენ. დოკუმენტის ინიციატორები ამერიკელი კონგრესმენები - ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან, რომლებმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თავი ქართული ოცნების მისამართით გაჟღერებული კრიტიკული განცხადებებით დაგვამახსოვრეს... აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირე მთავრობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობა და ახალი არჩევნების მოთხოვნა - ასეთია “ქართული კოშმარის არაღიარების აქტში შემავალი პუნქტები. დოკუმენტი ექსკლუზიურად ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა მოიპოვა. დეტალებს არკვევს ჩვენი ჟურნალისტი ნინო დავითაძე. ნინო რა ითვალისწინებთ ამერიკელი კონგრესმენების მიერ შემუშავებული აქტი და როგორ ეხმაურებიან საკითხს საქართველოში