საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4 მილიარდ 458 მილიონ დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.