ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ევროინტეგრაციის შესახებ საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა ომშია. ზელენსკი განმარტავს, რომ უკრაინას უფლება აქვს მოითხოვოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა რუსეთმა ქვეყანაზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს ტრამპთანაც განიხილავს, თუმცა აქვე ამბობს, რომ მშვიდობა არამხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაში არსებულ მოკავშირეებზეც არის დამოკიდებული.