მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დონალდ ტრამპის წინადადების საპასუხოდ, ტრამპს აშშ-თვის სახელის გადარქმევა და “მექსიკური ამერიკის“ დარქმევა შესთავაზა. მექსიკის პრეზიდენტმა ბრიფინგზე 1607 წლის მსოფლიო რუკა აჩვენა და აღნიშნა, რომ სახელი „მექსიკის ყურე“ ისტორიულია და ამ სახელს შეერთებული შტატების დაარსებამდე გამოიყენებდნენ.ამასთან, შეინბაუმმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპთან „კარგი ურთიერთობის“ იმედი აქვს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვას და „ამერიკის ყურე“ ეწოდოს.