აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყოფითად შეაფასა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიის მიმართ. ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე ტრამპის იდეა კარგი არ არის და არც განხორციელდება. მან აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია და ამერიკამ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, რაც მას პარტნიორებთან დააშორებს.