ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. ამასთანავე, პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული საქმის საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების შუამდგომლობით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტამდე გადაიდო. თუმცა, ხვალ დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. რა მოლოდინი აქვთ ბრალდებულთა ადვოკატებს და რას აცხადებენ ისინი.