საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4 მილიარდ 458 მილიონ დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, უწყება ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც, როგორც თავად ამტკიცებს, მოცემულ მომენტში ბანკის გაცხადებული პოლიტიკა ადასტურებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე. მან რეზერვების მომატებას ფიქტიური ზრდა უწოდა.