სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ პირველი ბრიფინგი ჩაატარა. მან დაადასტურა, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. მანვე განაცხადა, რომ რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ასევე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში მაღალი რანგის არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტს გეგმავს. კონკრეტულად რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა.