ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად, ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა. ხანძრის გამო, 130 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 6 სხვადასხვა კერაა, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს კი ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძარმა სახლები პასადენასა და მალიბუშიც გაანადგურა. ამერიკული მედიის შეფასებით, ამ წუთებში ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.