სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა. მისივე განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის იმდენად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენადაც ამას თავად ევროკავშირი გადაწყვეტს.