აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა გრენლანდიის მიმართ დონალდ ტრამპის ინტერესი უარყოფითად შეაფასეს. პოლიტიკოსები მოკავშირეებთან დაპირისპირებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია. მათი თქმით, აშშ-მა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მას თანამოაზრეებს ჩამოაშორებს.