უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 46 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 70 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 24 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები 9 ოლქში გაანადგურეს.