„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომლის მიღებასაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გეგმავენ. დოკუმენტის ინიციატორები ამერიკელი კონგრესმენები - ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირე მთავრობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობა და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა - ასეთია “ქართული კოშმარის არაღიარების აქტში“ შემავალი პუნქტები.