სამი ოპოზიციური ძალა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს თხოვნთ, „ასამბლეაში არ დადასტურდეს „საპარლამენტო“ დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებოდა. ოპოზიციაში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. თავის მხრივ, ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“, თუმცა ამ პოლიტიკურ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეაში 1 კვირის წინ გააგზავნეს.