მესტიის გზაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულებს, ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სწორედ შეფარდებაზე იმსჯელეს.