აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევისთვის 500 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე ისაუბრა. დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და აღჭურვილობას ავიაგამანადგურებლებისთვის ეს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის “რამშტაინის“ ფორმატში უკანასკნელი შეხვედრაა. როგორც ლოიდ ოსტინი განმარტავს, უკრაინის ფართომასშტაბური ომის შედეგები ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გამარჯვებას მოიპოვებს, ამას შედეგად ოკუპანტის მხრიდან მეტი ძალადობა მოჰყვება.