ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა. ხანძრის გამო 130 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1,5 მილიონზე მეტი მცხოვრები. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 6 სხვადასხვა კერაა. მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის, წინასწარი შეფასებით, 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხანძარმა სახლები გაანადგურა პასადენასა და მალიბუშიც. ამავე მიზეზის გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა ჯო ბაიდენმა. ბაიდენი იტალიაში ვიზიტს 9-12 იანვარს გეგმავდა, სადაც რომის პაპს ფრანცისკეს, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელასა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის უნდა შეხვედროდა. ჯო ბაიდენის უფლებამოსილების ამოწურვამდე ეს საზღვარგარეთ ბოლო ვიზიტი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.