„ქართული ოცნება“ არ არის ადეკვატური, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას - ეს არის პროპაგანდისტული მცდელობა, რომ იმ პრობლემებიდან, რომელიც რეალურად უდგას „ქართულ ოცნებას“, ყურადღება გადაიტანოს სხვა მიმართულებით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“.