9 იანვარს საპროტესტო აქცია პარლამენტთან წუთიერი დუმილით დაიწყო. რითიც დემონსტრანტებმა სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და პროტესტის 43-ე დღესაც უცვლელი მოთხოვნები გააჟღერეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ დემონსტრანტებს მსვლელობებით სხვადასხვა ლოკაციიდან შემოუერთდნენ. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს საღამოსაც გაიმართება. მანამდე კი მოქალაქეები 10:30 წთზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულ პირებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.