მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი თქმით, ეს იყო „არჩევნების ორგანიზებული მოპარვა“, რომლის შთაგონება და მხარდაჭერა რუსების მიერ მოხდა. ზურაბიშვილის განმარტებით, რაც არჩევნებზე მოხდა, რუსეთის მხრიდან პროპაგანდის ახალი სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ქვეყნისა და რეგიონის მისი კონტროლის ქვეშ მოქცევაა