კონგრესში წარდგენილი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს. მათი თქმით, ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით “ქართული ოცნების” რეალური ჩამოშლა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გაუქმება დაიწყება. ექსპერტები თვლიან, რომ დასავლელი პარტიორები ქართველ ხალხს უჭერენ მხარს და იმედოვნებენ, რომ კონგრესში წარდგენილი აქტი საქართველოში მიმდინარე პროტესტის მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.