“ქართული ოცნების” ინიციატივა 2003-2012 წლების რეჟიმის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს. მათი თქმით, ეს განცხადება არაადეკვატური და რეალობას აცდენილია, არალეგიტიმურ პარლამენტს კი არანაირი კომისიის შექმნის უფლება არ აქვს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” მსგავსი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზე ახდენს გავლენას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, 13 წლის შემდეგ ისევ “ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია და ამით “ქართული ოცნება” საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.