20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი დაესწრება. ფაქტი რომ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიალზე ,,ქართული ოცნების" წევრებისა და მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, ოპოზიციას არ უკვირს. ამბობენ რომ ეს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ ვაშინგტონში ვიზიტს საქართველოზე საუბრისთვის გამოიყენებს და პარტნიორებს ქართული ოცნების პრორუსულ ნაბიჯებს უკეთ გააცნობს.