რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 იანვრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეუტიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, „შაჰედების“ თავდასხმის ქვეშ დედაქალაქი კიევი აღმოჩნდა, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები სოლომენსკის რაიონში მრავალსართულიან შენობას მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია შენობის მინები და 6 ავტომობილი. ტკაჩენკოს განცხადებითვე, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ