უკრაინა “რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ დამატებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 შესაძლო კოალიციაზეც ისაუბრა, რომელსაც მხარს 34 ქვეყანა უჭერს. როგორც მან განმარტა, კოალიციები სხვადასხვა ტიპისაა, მათ შორის აჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, IT , განაღმვითი, საზღვაო, ცისა, და არტილერიის მიმართულებები გამოიყოფა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უკრაინას აძლიერებს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ უკრაინას 440 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. ახალი დახმარება დაანონსდა გერმანიის მხრიდანაც. ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მართვად რაკეტებს გადასცემს. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.