პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკევთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. ამასთან სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მსახიობები, რეჟისორები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. რა ხდება სასამართლოს სხდომათა დარბაზში და რას აცხადებენ მხარეები.