თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ. აქციაზე მყოფი მსახიობები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან, ამიტომ, არსებული ვითარების ფონზე რთულია იმსჯელონ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.