საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 6880-ზე მეტი მოსწავლე.