ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. პარალელურად ხდება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმირებაც. ამასთან, ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა უსაფრთხო ჯერ კიდევ არ არის, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ცეცხლის დანთებაშია ეჭვმიტანილი. ლოს ანჯელესის ოლქში ხანძარი მიმდინარე კვირას გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.