პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქმეზე 9 პირი დააკავეს. თბილისის,კახეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ყველა შემთხვევაში იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.