საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ექნება. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. კალასმა აღნიშნა, რომ ალიანსმა აშშ-ის მომავალი მხარდაჭერის შესახებ სპეკულაციები არ უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, აშშ-ის ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალა იყოს. პარალელურად ალიანსსა და აშშ-ს შორის ურთრთობების გასაძლიერებლად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან 20 იანვარს მის ინაუგურაციამდე შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განცხადებები გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებისთვის არიან მზად.