დანიის პრემიერ-მინისტრს გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან საუბარი სურს. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. დანიის პრემიერი-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს საუბარი შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. პარალელურად, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი გრენლანდიელი შეერთებულ შტატებს, გრენლანდიის ყიდვას სთხოვს. ვიდეო პოლიტიკოსის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის გუნდმა გადაიღო, რომელიც კუნძულზე იანვრის დასაწყისში ჩავიდა. ვიდეოში ნაჩვენებია რამდენიმე გრენლანდიელი, რომელიც ტრამპის მოძრაობის ქუდებს ატარებს. გრენლანდიის პარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შვილის ვიზიტი დადგმული იყო. გრენლანდიელი დეპუტატის თქმით, ჟურნალისტებს არ დართეს ნება, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შვილს გასაუბრებოდნენ.