თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და შიდა ტერიტორიაზე ხმაურია.
ადგილზე შეკრებილები არიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადის და სხვა დაკავებული ცხრა პირის ახლობლები, რომლებიც ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციაზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.