საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და საპარლამენტო არჩევნების დარღვევების შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა, კონგრესმენ ჯო უილსონთან ერთად, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები რუსული მეთოდებით გაყალბდა და შედეგებმა ქართველი ხალხის ნება ვერ ასახა. გარდა ამისა, ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია.