უკრაინის ჯარმა რუსეთში, როსტოვის ოლქში დრონების საწყობი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმა რაკეტა „ნეპტუნით“ განახორციელა. გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე უკრაინის უპილოტო თვითმფრინავებმა რუსული საჰაერო თავდაცვა „გადატვირთეს“, შემდეგ კი „ნეპტუნმა“ობიექტს დაარტყა. უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების საწყობი განადგურდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე დაბომბვის დროს თავდასხმის კორექტირებისთვის აღნიშნულ აპარატებს იყენებს.