თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქართული ოცნების ჩანაფიქრი თავიდანვე საზოგადოების დაშინება იყო. მათი თქმით, პატიმრობაში დარჩენილი უდანაშაულო ადამიანები რეჟიმის ტყვეები არიან, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან ,ხალხი კი ამ უსამართლობასთან შეეგუებას არ აპირებს.