ამერიკის კონგრესში წარდგენილ “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” ექსპერტები და პოლიტიკოსები საქართველოსთვის მძიმედ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის დადებითად აფასებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ასეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რაც სიტუაციის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მიუთითებს. ისინი იმედს იტოვებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები “ქართული ოცნების” რეჟიმის დასრულებისთვის შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებენ.