აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ენერგეტიკის სფეროს ეხება, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის “შემოსავლების ძირითად წყაროდ” მოიხსენიებს და რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს სანქციებს უწესებს. სანქციები ასევე 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს ეხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება.