რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციები სლოვაკეთში - ბრატისლავაში საპროტესტო აქციაზე ათასობით მომიტინგე შეიკრიბა. პროტესტანტები პრემიერ-მინისტრს პრორუსობაში ადანაშაულებენ. ორგანიზატორები ხაზგასმით ამბობენ, რომ სლოვაკეთი რუსეთი არასდროს გახდება და ისინი მუდამ იდგებიან უკრაინის გვერდით. აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი გასულ თვეში რობერტ ფიცოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გახდა.