აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის კატასტროფად იქცა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გამბედაობის წყალობით და აშშ-ის მხარდაჭერით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.თეთრი სახლის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის არმიისა და ნატოს განადგურება სურდა, თუმცა ახლა ორივე მეტად ძლიერი, დიდი და ერთიანია.