კალიფორნიაში უკვე მეხუთე დღეა გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს - დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები. ბოლო მონაცემებით, მეხანძრეები ცეცხლის გავრცელებას ხუთ რაიონში ებრძოდნენ. ხანძარმა 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა უკვე გაანადგურა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა დაავალა. არსებული მდგომარეობის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო. 2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.