ვიდრე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქეები არიან შეკრებილები. პოლიტიკოსები, აქტივისტები, რეჟისორები მსახიობები დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაპატიმრებული. ცარო კირვალიძე იმყოფება ადგილზე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ.