თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეები კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ პირებს და აცხადებენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. მათი შეფასებით, ქართული ოცნება დაქვემდებარებული მმართმსაჯულების სისტემით სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. „ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო“ - ასე აფასებენ ოპოზიციაში ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს.