ხმაური თბილისის საქალაქო სამართლოში - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მიზეზი დარბაზის შეცვლასა და სასამართლო პროცესის უფრო დიდ სივრცეში ჩატარებაზე მოსამართლის უარი გახდა. სხდომის მიმდინარეობის დროს შეუძლოს გახდა საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული. ადვოკატის ინფორმაციით, სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდობის მიზეზი უჟანგბადობა იყო. უფლებადამცველების პოზიციის საწინააღმდეგოდ მოსამართლე კი ამტკიცებდა, რომ დარბაზის შეცვლის საჭიროება არ არსებობს.ეკა ლემონჯავას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ეკა რა ვითარებაა ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში.