"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. აქტის წარმდგენია „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი, თანაწარმდგენი კი „დემოკრატი“ კონგრესმენი სტივ კოენი. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც "ამერიკის ხმამ" მოიპოვა, კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. ამის მიზეზად კი აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“. როგორ ეხმაურებიან "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს საქართველოში, სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს.