ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა ჯერ არ მიუღია, - ევროკომისიის პრესსპიკერი, პაულო პინო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ღონისძიებაზე დასწრების გეგმები არ არსებობს. “როიტერსის“ ცნობით, ისტორიულად, უცხოელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციას არ ესწრებიან და ცერემონიალზე დიპლომატებს აგზავნიან, თუმცა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ლიდერი უკვე მიიწვია. მათ შორის ჩინეთის ლიდერი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი და ისრაელისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები არიან. გავრცელებული ცნობებით, სი ძინპინი ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ვაშინგტონში თავის წარმომადგენელს გაგზავნის. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე შეხვედრას ცდილობს, თუმცა ამ შეხვედრის ორგანიზებას ართულებს ისიც, რომ ფონ დერ ლაიენი არდადეგების შემდეგ ბრიუსელში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ დაბრუნებულა.