თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. კირბის თქმით, აშშ-ის სანქციები იმ სტრატეგიის ნაწილი არ არის, რომლის მიხედვითაც რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ახლა ამ მოლაპარაკებებისთვის არც რუსეთს და არც უკრაინას მზაობა არ აქვს.