მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახური უკრაინიდან გაგზავნილი ფოსტისა და ტვირთისთვის უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვიდ იანვარს, მოლდოვის აეროპორტში ამანათების შემოწმებისას მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ სათამაშოში დამალული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. უწყების განცხადებით, საავიაციო უსაფრთხოების რისკების მართვის ჯგუფმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამიერიდან უკრაინიდან გაგზავნილი ყველა საფოსტო გზავნილი და საქონელი კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი რისკის ტვირთი და ფოსტა. ამ გადაზიდვების შემოწმება სატვირთო ტერმინალებში უსაფრთხოების კონტროლის მკაცრ ზომებს დაექვემდებარება, რომელიც განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს.